Eastchrist

ზაზა ალექსიძის საკითხავები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის არმენოლოგიის კათედრისა და ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის  ორგანიზებით, 2023 წლის 27 მარტიდან 29 იანვრის ჩათვლით გაიმართა ინტერდისციპლინარული სემინარების ციკლი ზაზა ალექსიძის საკითხავები“.

ციკლის ფარგლებში ჩატარდა 16 სემინარი:

  1. ნათია ჩანტლაძე – ზაზა ალექსიძე – მეცნიერის პორტრეტი;
    ანა ხარანაული – პალეოგრაფიის ისტორია და ქართული პალეოგრაფიის ნიმუშები.
  2. მზია სურგულაძე – ერისმთავართა გენიალოგიის საკითხები ზაზა ალექსიძის შრომებში.
  3. ზაზა აბაშიძე – V-VI საუკუნეების საქართველოს საეკლესიო ისტორიის საკითხები ზაზა ალექსიძის ნაშრომებში.
  4. გიორგი ლობჟანიძე უმნიშვნელოვანესი რუსთველური ნააზრევის შესახებ ზაზა ალექსიძის შრომებში.
  5. ვალერი ვაშაკიძე – აკადემიკოსი ზაზა ალექსიძე და საქართველოს უძველესი ისტორიის ზოგიერთი საკითხი.
  6. გიორგი გაგოშიძე ატენის სიონის პრობლემატიკა ზაზა ალექსიძის კვლევებში და საკითხი თოდოსაკის აღმშენებლობის შესახებ.
  7. გიორგი ჭეიშვილი ისტორიული გეოგრაფიის საკითხები ზაზა ალექსიძის შრომებში.
  8. ნიკოლოზ ალექსიძე ქართულ-სომხური საეკლესიო განხეთქილება ზაზა ალექსიძის შრომებში.
  9. ელენე გოგიაშვილი – ზაზა ალექსიძის ფოლკლორისტური ძიებანი.
  10. პოლ კრეგო Nino’s Baptismal Creed in "The Conversion of Kartli".
  11. იოსტ გიპერტი A Lost Language Found in the Desert: Zaza Aleksidze and the Caucasian Albanian Language.
  12. ალექსანდრე ქავთარაძე – დროის, სივრცისა და მეხსიერების მიჯნაზე: უდიები და კავკასიის ალბანეთი.
  13. დალი ჩიტუნაშვილი ფილოლოგიური კვლევები ზაზა ალექსიძის შრომებში.
  14. ნესტან ჩხიკვაძე შავი მთის სამწერლობო გარემოს შესწავლისათვის.
  15. ზაზა სხირტლაძე – გარეჯის სომხური წარწერები და მრავალმთის სამონასტრო გაერთიანების ისტორიის საკითხები.
  16. თემო ჯოჯუა მანდატურთუხუცეს შანშე I მხარგრძელის ცოლი, ქობაირის მონასტრის აღმშენებელი ხვაშაქ ლაკლაკი და ლაკლაკთა ფეოდალური სახლის ისტორიის ზოგიერთი საკითხი.