ზაზა ალექსიძის საკითხავები VII სემინარი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის არმენოლოგიის კათედრა და ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრი იწყებს ინტერდისციპლინარული სემინარების ციკლს „ზაზა ალექსიძის საკითხავები.“ 

საერთაშორისო სიმპოზიუმი - ბიბლია სიტყვებსა და სახეებში

ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრი 27-29 მაისს გამართავს საერთაშორისო სიმპოზიუმს „ბიბლია სიტყვებსა და სახეებში“. სიმპოზიუმის მხარდამჭერები არიან შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ელგუჯა ხინთიბიძის საჯარო ლექცია

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტი გიწვევთ პროფესორ ელგუჯა ხინთიბიძის საჯარო ლექციზე: „ქართულ-ევროპულ ლიტერატურულ-კულტურულ ურთიერთობათა ისტორიის დიდი სიახლე“. 

   

მივლინება სომხეთში - სამეცნიერო ანგარიში

29 მარტს, 14:00 საათზე კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ზაზა ალექსიძის სახელობის  მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ცენტრის თანამშრომლების: ხათუნა გაფრინდაშვილის, დალი ჩიტუნაშვილისა და ირმა ხოსიტაშვილის სომხეთში მივლინების სამეცნიერო ანგარიში, გამოვლენილი სიახლეები და შედეგები.

რობერტ შიკის სემინარი

ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრი გიწვევთ  ამანის (იორდანია) ამერიკული კვლევითი ცენტრის დამოუკიდებელი მკვლევრის, არქეოლოგისა და ისტორიკოსის, რობერტ შიკის საჯარო სემინარზე. სემინარი გაიმართება პარასკევს, 15 სექტემბერს, თბილისის დროით 18 საათზე. 

ზაზა ალექსიძის საკითხავები XVI სემინარი

18  დეკემბერს, 18:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის არმენოლოგიის კათედრა და ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრი გიწვევთ ინტერდისციპლინარული სემინარების ციკლის „ზაზა ალექსიძის საკითხავების“ XVI სემინარზე.