ზაზა ალექსიძის საკითხავები
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის არმენოლოგიის კათედრისა და ქრიასიტანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის ორგანიზებით, 2023 წლის 27 მარტიდან 29 იანვრის ჩათვლით გაიმართა ინტერდისციპლინარული სემინარების ციკლი „ზაზა ალექსიძის საკითხავები".
რობერტ შიკის სემინარი
ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრი გიწვევთ ამანის (იორდანია) ამერიკული კვლევითი ცენტრის დამოუკიდებელი მკვლევრის, არქეოლოგისა და ისტორიკოსის, რობერტ შიკის საჯარო სემინარზე. სემინარი გაიმართება პარასკევს, 15 სექტემბერს, თბილისის დროით 18 საათზე.
ფელიქს ალბრეხტის ვიზიტი და სამუშაო სემინარები
2023 წლის 4-13 ივლისს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ესტუმრა პროექტის უცხოელი კონსულტანტი, გიოტინგენის სეპტუაგინტას ინსტიტუტის დირექტორი, ფელიქს ალბრეხტი.
მივლინება სომხეთში - სამეცნიერო ანგარიში
29 მარტს, 14:00 საათზე კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ზაზა ალექსიძის სახელობის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ცენტრის თანამშრომლების: ხათუნა გაფრინდაშვილის, დალი ჩიტუნაშვილისა და ირმა ხოსიტაშვილის სომხეთში მივლინების სამეცნიერო ანგარიში, გამოვლენილი სიახლეები და შედეგები.
ელგუჯა ხინთიბიძის საჯარო ლექცია
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტი გიწვევთ პროფესორ ელგუჯა ხინთიბიძის საჯარო ლექციზე: „ქართულ-ევროპულ ლიტერატურულ-კულტურულ ურთიერთობათა ისტორიის დიდი სიახლე“.
საერთაშორისო სიმპოზუმი - ბიბლია სიტყვებსა და სახეებში
შუა საუკუნეების ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის ორგანიზებითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური ხელშეწყობით, 2022 წლის 27-29 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სიმპოზიუმი „ბიბლია სიტყვებსა და სახეებში“.
მუდმივმოქმედი სემინარების ციკლი
2019 წლის 3-იდან 11 დეკემბრის ჩათვლით გაიმართა ქრისიტანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის მიერ ორგანიზებულ სემინართა ციკლი.
სემინარი - ალლა ნაგორსკი და ლეონიდე გრილიხესი
2019 წლის 9 ოქტომბერს, ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის მიერ ორგანიზებული სემინარი გაიმართა. სემინარზე მოხსენებები წაიკითხეს: ალლა ნაგორსკიმ და მ. ლეონიდე გრილიხესმა.
ჰეინცგერდ ბრაკმანისა და თინათინ ქრონცის მოხსენებები
2019 წლის 18 სექტემბერს ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრისა და ბიზანტინისტიკის კათედრის მიერ ორგნიზებული მორიგი ერთობლივი სემინარი გაიმართა.
მუდმივმოქმედი სემინარი „გზაჯვარედინები“
2019 წლის 24 ივნისს გაიმართა ევროპის აკადემიის თბილისის ცენტრისა და ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის გამორჩეული სემინარების სერიის -„გზაჯვარედინების“ სემინარი - ლიტერატურული ფორმების მრავალფეროვნება. სემინარზე მოხსენებით წარსდგა იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი, მაიკლ სტიუნი.
ანეგრეტ პლონტკე ლუნინგის მოხსენება
2019 წლის 6 ივნისს ჩატარდა თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტისა და ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის გაერთიანებული სემინარი.
ბერნარ კულის მოხსენებების ციკლი
2017 წლის 22 და 23 მაისს „ერაზმუს+“-ის ფარგლებში თსუ-ში გაიმართა ლუვენ ლა ნევის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორის, ბერნარ კულის, მოხსენებების ციკლი.
მუდმივმოქმედი სემინარი
2021 წლის 12 აპრილიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართა ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის მუდმივმოქმედი სემინარების ციკლი „კანონი და შუა საუკუნეების სულიერი და ინტელექტუალური ტენდენციები: norma normans და norma normata“.
საერთაშორისო კონფერენცია
2018 წლის 21-25 მაისს, თბილისში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰელსინკის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკლტეტთან არსებული ექსელენს ცენტრის – ცვლილებები წმინდა ტექსტებსა და ტრადიციებში (cstt – Changes in Sacred Texts and Traditions) – ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია: გლობალური და ლოკალური ცვლილებები გვიან მეორე ტაძრის პერიოდში (Global and Local Transitions in the Late Second Temple Period).
საერთაშორისო სიმპოზიუმი
შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდისა და თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით 2015 წლის 1, 2 და 3 მაისს გაიმართა საერთაშორისო სიმპოზიუმი "გადამწერის შეცდომიდან ახალ ტექსტებამდე: შეიძლება თუ არა შეიცვალოს (წმინდა) წერილი".