არმენოლოგიის კათედრა 100 წლისაა

2022 წლის  2 და 3 ნოემბერს ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არმენოლოგიის კათადრის დაარსების 100 წლისთავს. იმუშავა წყაროთმცოდნეობის, ხელოვნებათმცოდნეობის, ისტორიის და ფილოლოგიის სექციებმა,  მოისმინეს ქართველ მეცნიერთა მოხსენებები ქართულ- სომხური ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტებზე.

ბიბლია სიტყვებსა და სახეებში

ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრი 27-29 მაისს გამართავს საერთაშორისო კონფერენციას „ბიბლია სიტყვებსა და სახეებში“. კონფერენცია იმართება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.