ზაზა ალექსიძის საკითხავები XVI სემინარი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის არმენოლოგიის კათედრა და ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრი გიწვევთ ინტერდისციპლინარული სემინარების ციკლის „ზაზა ალექსიძის საკითხავების“ XVI სემინარზე. 

სამეცნიერო შრომების კრებულის – აღმოსავლეთმცოდნეობა №12 (ეძღვნება ზაზა ალექსიძის ხსოვნას) – პრეზენტაცია;

მომხსენებელი: თემო ჯოჯუა – „მანდატურთუხუცეს შანშე I მხარგრძელის ცოლი, ქობაირის მონასტრის აღმშენებელი ხვაშაქ ლაკლაკი და ლაკლაკთა ფეოდალური სახლის ისტორიის ზოგიერთი საკითხი“ ;

მოდერატორი: ნათია ჩანტლაძე;

თარიღი:  29 იანვარი, 17:00 საათი;

მისამართი: თსუ I კორპუსის 202-ე აუდიტორია.

სემინარს შეგიძლიათ შემოუერთდეთ ზუმის პლატფორმის მეშვეობითაც:

https://us05web.zoom.us/j/3589624525?pwd=Q2NmbGRhbXljL3JGMnVMK3IvNmI4dz09 

Meeting ID: 358 962 4525
Passcode: Aleksidze