საერთაშორისო კონგრესი "Armeno-Georgica: History and Culture from Antiquity to Modern Period"
სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული აკადემიის გეღარდის სამეცნიერო-ანალიტიკური ფონდისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით გაიმართება საერთაშორისო კონგრესი „Armeno-Georgica: ისტორია და კულტურა ანტიკურობიდან თანამედროვე პერიოდამდე“, რომელიც ეძღვნება ნიკო მარის დაბადებიდან 160 წლის იუბილეს.
კონგრესი მიზნად ისახავს სომხურ-ქართული ისტორიული და კულტურული ურთიერთობების მრავალმხრივ კვლევას ანტიკურობიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე.
აბსტრაქტების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 1-ელი ივნისი. კონგრესი, სავარაუდოდ, გაიმართება 2026 წლის 2-4 სექტემბერს.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი.